ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტი დენიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, იცოდნენ, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში რუმინეთიდან საქართველოში გადმოფრენა მოუწევდათ, ამიტომ თამაშისთვის მზად არიან.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ თუ ფინალში გავიდოდით, ფინალი აქ, საქართველოში გაიმართებოდა და რუმინეთიდან ჩამოსვლა მოგვიწევდა. ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ. მართალია, ნაკლები დრო გვქონდა მოსამზადებლად, მაგრამ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს და ყველა ერთი მიზნისკენაა მიმართული.
არ მინდა, ინგლისის ნაკრებიდან კონკრეტული მოთამაშე გამოვარჩიო. გამოვყოფდი ჩემი კოლეგის, ლი კარსლის გაწეულ სამუშაოს, რადგან მათ მთელი ტურნირი შესანიშნავად ჩაატარეს. შემადგენლობა? ჩემს ყველა ფეხბურთელს ყოველთვის ვითვალისწინებ. ჩვენ გვყავს 23 საოცარი მოთამაშე და ყველა მათგანის მჯერა. ვინც 100%-ით იქნება მზად, მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ სათამაშოდ.
100%-ით თამაშზე ვარ კონცენტრირებული, ვმუშაობ წვრილმან დეტალებზე და ვცდილობ, რაც შეიძლება მაქსიმალურად ყველაფერი გავაუმჯობესო. მართლაც კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, რომ სრულყოფილი თამაში ვაჩვენოთ. ინგლისი უნდა დავამარცხოთ, რთულია, მაგრამ ეს არის ის, რაც ფინალში უნდა გავაკეთოთ“, - თქვა დენიამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 5-ჯერ აქვს მოგებული, რაც იტალიასთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის ყველაზე ტიტულიანი გუნდი გახდება. ფინალური მატჩი ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება.
Please log in to post a comment Log in Or Register
I feel admired by your work and wonder how you manage this blog so well. It was great that I could see this valuable information whenever I surf the internet.
0?'>http://potty-racers2.com/geometry-dash-word':'>http://potty-racers2.com/geometry-dash-word'))