ფეხბურთი

0:38 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სალიბას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ლონდონის „არსენალმა“ უილიამ სალიბას ახალი კონტრაქტი გაუფორმა, შესაბამისად, ფრანგი მცველი „მეთოფეთა“ რიგებში რჩება.

22 წლის ფეხბურთელი „არსენალს“ 2019 წელს „სენტ-ეტიენიდან“ შეუერთდა, მაგრამ სამი სეზონი იმავე „სენტ-ეტიენში“, „ნიცასა“ და „მარსელში“ ჰყავდა განათხოვრებული. გასულ სეზონში ის ლონდონელებმა დაიბრუნეს და 33 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

უილიამ სალიბას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.112436