ფეხბურთი

11:00 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Calciomercato: "ნაპოლის" კვერნაძე კვარაცხელიას შემცვლელად სურდა

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ „ნაპოლი“ გიორგი კვერნაძის შეძენით იყო დაინტერესებული, რომელიც ცოტა ხნის წინ „ფროზინონეში“ გადავიდა.

წყაროს თანახმად, ნეაპოლელები 20 წლის ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლიორად განიხილავდნენ, რათა კვარას რიგ შემთხვევებში დასვენებისა და ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდა.

თუმცა, „ნაპოლიმ“ გარიგება წარმატებით ვერ დახურა და კვერნაძეც „ფროზინონეში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონის პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ფროზინონე“ და „ნაპოლი“ ერთმანეთს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძეს აქამდე „საბურთალოში“, „თელავსა“ და „დინამო ბათუმში“ აქვს ნათამაშები.

0.118703