ფეხბურთი

20:34 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "მოურინიოსთან მუშაობა ჩემთვის პატივი იქნებოდა"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ მისთვის პატივი იქნებოდა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა. ნიგერიულ მედიასთან ვიქტორმა გაიხსენა „რომას“ და „ნაპოლის“ მატჩის მიმდინარეობისას ჟოზესთან დიალოგი:

„მოურინიომ მაშინ მითხრა, რომ საოცარი გოლი გავიტანე, მაგრამ საჭირო არ იყო მოედანზე „ყვინთვა“ და სიმულაცია. მირჩიე, რომ თამაში გამეგრძელებინა, რათა სწორ გზაზე ვყოფილიყავი. მაჯა მართლა დაზიანებული მქონდა, რომელიც ვაჩვენე, მაგრამ მითხრა, რომ თამაში გამეგრძელებინა.

ასეთი ადამიანისგან გარკვეული კომპლიმენტის მიღება სასიამოვნოა, ის მსოფლიოში საუკეთესოა. ვფიქრობ, ნებისმიერი ახალგაზრდა ფორვარდისთვის პატივი იქნებოდა მოურინიოსთან მუშაობის შესაძლებლობა, რადგან მან ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელი ჩამოაყალიბა. მასთან დროგბა მუშაობდა და ვიცით, რა მხეცად აქცია. დიდი პატივი იყო მასთან შუა მატჩის დროს საუბარი და მისგან კომპლიმენტის მიღება“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ის შეხვედრა ოსიმენის ულამაზესი გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

0.122106