საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე შესაძლოა „ლივერპულში“ გადავიდეს.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელში ხელში ჩაგდებას „წითლები“ ეცდებიან. მერსისაიდელებს „პარი სენ-ჟერმენისთვის“ 200-მილიონიანი შეთავაზება მზად აქვთ. სხვა დეტალები უცნობია.
პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მბაპეს უფასოდ დაკარგვას, შესაბამისად, ის ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან კლუბი კილიანს გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს შესახებ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ. ფრანგს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და ჯერჯერობით, გაურკვეველია სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. „პარი სენ-ჟერმენში“ მის ანგარიშზე დღემდე ჩატარებულ 260 მატჩი და 212 გოლია.