ფეხბურთი

19:57 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სესარ ასპილიკუეტა ესპანეთის ჩემპიონატში 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ვეტერანი ესპანელი მცველი სესარ ასპილიკუეტა დაიმატა. ინფორმაცია „როხიბლანკოს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

33 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას მერე, რაც „ჩელსი“ დატოვა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ესპანეთის ჩემპიონატში 13-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელს აქამდე ყველაზე აქტიურად მილანის „ინტერს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიურ გუნდს „როხიბლანკომ“ აჯობა.

სესარ ასპილიკუეტა 2012 წლიდან „ჩელსიში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 508 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მარსელის“ წევრი იყო, ხოლო ესპანეთში მხოლოდ „ოსასუნაში“ აქვს ნათამაშები, სადაც 2006-2010 წლებში ირჯებოდა.

0.110978