„პარი სენ-ჟერმენმა“ მილან შკრინიარის შემდეგ კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი დაიმატა - მარკო ასენსიო. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც 30 ივნისს „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა, პსჟ-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ჩემთვის პრივილეგიაა ამ დიდი კლუბის ნაწილი ვიყო. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას და გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას დიდი მიზნების მისაღწევად“, - თქვა მარკომ.
შეგახსენებთ, რომ მარკო ასენსიო „მალიორკას“ აღზრდილია, შემდეგ „ესპანიოლშიც“ ითამაშა, 2016 წლიდან კი მადრიდის „რეალის“ წევრი იყო, რომლის რიგებში 286 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ წარატებები
კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.