„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, 2023/24 წლების სეზონში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„ბარსელონაში" ყოველთვის უნდა ეცადო იყო 10-დან 10. ისინი ჩვენგან ბევრს მოითხოვენ და ეს ნორმალურია. მიყვარს მოთხოვნები. ყველა ტიტულის მოპოვება გვინდა. მზად ვართ ჩემპიონთა ლიგაზე რევანშისთვისაც.
მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ჩვენთვის 1/8 ან 1/4 ფინალი არაფერს ნიშნავს, ფინალისკენ ვისწრაფვით, თუმცა ფავორიტები არ ვართ.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Diario Sport.
გასულ სეზონში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა.