ფეხბურთი

14:54 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა

პსჟ-მ მცველ მილან შკრინიართან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა.

28 წლის სლოვაკის შეთანხმება პარიზელებთან 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

30 ივნისს შკრინიარს მილანის „ინტერთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მცველი „ნერაძურში“ 2017 წლიდან თამაშობდა. მილანურ კლუბში მან 246 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ინტერთან“ ერთად შკრინიარმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2020/21), ქვეყნის თასი (2021/22, 2022/23) და სუპერთასი (2021 და 2022).

0.118162