ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებაზე იმსჯელეს. იტალიური კლუბი მზადაა ოსიმენისთვის ხელფასის გაზრდაზე წავიდეს, თუ გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევრო იქნება - გვამცბობს Sky Sport Italia.
ახლა მხარეები კონტრაქტის თანხის ოდენობაზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ პრობლემა მოგვარდება თუ ასეთ კომპრომისს მიაღწევენ. კლუბი ასევე განიხილავს იმიჯის უფლებების ერთობლივ მფლობელობას.
2022/2023 წლების სეზონში ოსიმენმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 31 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსი“ მზად იყო ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა.
მის სახელს „ბაიერნსაც“ უავშირებდნენ.