ფეხბურთი

10:08 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: „აეროპორტში ხუთ საათს ვისხედით“

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუსლან როტანმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან გუნდის გამანადგურებელი მარცხის მიზეზები (1:5) დაასახელა.

„ვფიქრობ, ბიჭებმა აღდგენა ვერ მოასწრეს. თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ...

აეროპორტში ხუთ საათს ვისხედით, ნახევარი დღე დავკარგეთ ბუქარესტში ჩასასვლელად. ბიჭებს ძალიან უნდოდათ გამარჯვება და ეს თვალებში ეტყობოდათ, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდათ. აღდგენა მთავარ როლს თამაშობს, ამიტომ ამ ფაქტმა შედეგზე ნამდვილად იმოქმედა. თანაც, როგორც ჩანს, დღეს უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო.“ - ციტირებს როტანის სიტყვებს ua.tribuna.com.

ტურნირის ფინალში ესპანეთის ნაკრები ინგლისს შეხვდება. მატჩი 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.

0.116384