ფეხბურთი

1:47 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

Bild: იქნება მამარდაშვილი ახალი ნოიერი?

ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ქართველი მეკარე ადგილობრივ მკითხველს გააცნო.

გარდა ამისა, გამოცემა ეჭვობს, რომ მანუელ ნოიერთან კონკურენცია ახალგაზრდა მეკარეს გაუჭირდება, რაზეც წარსული მაგალითებიც მოჰყავს.

„სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ბაიერნის“ სიაშია „ვალენსიას“ ნიჭიერი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მხოლოდ იან ზომერის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს, „ბაიერნის“ ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე უკვე კავშირშია ფეხბურთელის გარემოცვასთან.

რა თქმა უნდა, მისი ბრალი არ იყო, რომ „ვალენსიას“ ლა ლიგის ბოლო ტურამდე გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა. მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატში უძლიერეს მეკარედ მიიჩნევა ტიბო კურტუასთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და იან ობლაკთან ერთად.

მამარდაშვილმა კარში 150 დარტყმის 70% მოიგერია, ყოველთვის გამოირჩევა საოცარი რეფლექსებით ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლე 1.97 სმ-ია! ლა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში მას წამიც არ გამოუტოვებია და მოედანზე 3420 წუთი გაატარა, ეს კი „ვალენსიაში“ არავის ჰქონდა გაკეთებული ლეგენდარული სანტიაგო კანისარესისა და 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ.

მამარდაშვილს ჯენარო გატუზოს სახით დიდი გულშემატკივარი ჰყავს. იტალიელმა ლეგენდამ მას „ელჩესთან“ (2:2) მატჩის შემდეგ შეცდომის გამო მოხდილი ბოდიშის გამო უსაყვედურა: „აქ არაფერია საბოდიშო. მან ბევრ თამაშში გადაგვარჩინა, გუნდისა და სამწვრთნელო შტაბისგან სრული ნდობა აქვს“, - თქვა მაშინ გატუზომ.

გიორგი მამარდაშვილმა ელვისებური პროგრესი განიცადა. სულ რაღაც 2 წლის წინ ის საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, სადაც „ვალენსიამ“ აღმოაჩინა და ერთწლიანი იჯარით დაიმატა, მერე კი გამოისყიდა. მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევროდან 25 მილიონამდე გაიზარდა. Transfermakrt-ის მონაცემებით მასზე ძვირი მხოლოდ 13 მეკარეა. „ბაიერნის“ გარდა, ქართველით ამჟამად „ინტერი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებული.

მაგრამ იქნება თუ არა „მამა“ (ქართველის მეტსახელი) მიუნხენში გადასვლით ახალი ნოიერი? ეს ჯერ გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ხაზზე ძლიერია, მამარდაშვილი ჯერ არ არის მსოფლიო დონის მეკარე. მარცხენა ფეხით თამაშში ჯერ კიდევ არ არის უმაღლეს დონეზე, თუმცა ესპანეთში ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მას დიდი განვითარების უნარი აქვს. მაგრამ ალეკსანდერ ნიუბელის შემთხვევაც გვიჩვენებს, რომ ნოიერთან დუელი უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარისთვისაც არ არის ადვილი. მამარდაშვილი იქნება პერსპექტიული, მაგრამ მომავლის გაურკვეველი ფსონი“, - წერს გამოცემა.

0.127857