ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებს ესპანეთი დაუპირისპირდება.
ესპანელებმა ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები 5:1 გაანადგურეს. არადა, უკრაინამ ჯგუფში ტოლი არაფერს დაუდო ესპანეთს, ბოლო წუთამდე ამარცხებდა და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა (2:2), მერე მეოთხედფინალში საფრანგეთიც გააგდო და ნახევარფინალიც კარგად დაიწყო.
მე-13 წუთზე ბონდარენკომ მიახილო მუდრიკის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ანგარიში გახსნა და უკრაინის ნაკრები დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ესპანეთი შეუჩერებელი გახდა. „ფურია როხამ“ მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა, ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა და 5:1 იმარჯვა.
შედეგად, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალში 8 ივლისს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ესპანეთი - უკრაინა 5:1 (2:1)
გოლები: 0:1 ბონდარენკო (13), 1:1 აბელ რუისი (17), 2:1 სანსეტი (24), 3:1 ბლანკო (54), 4:1 ოროსი (68), 5:1 გომესი (78)