„ბარსელონამ“ ინიგო მარტინესი დაიმატა. ესპანური გრანდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ბასკმა ფეხბურთელმა კატალონიელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 32 წლის ცენტრალური მცველი „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ინიგო მარტინესი 2011-2018 წლებში „სოსიედადში“ თამაშობდა, ხოლო 2018 წლიდან ბილბაოს „ატლეტიკის“ ღირსებას იცავდა. ესპანეთის ნაკრებში მას 20 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.