ფეხბურთი

23:03 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანხელ დი მარია "ბენფიკაში" დაბრუნდა

ანხელ დი მარია ლისაბონის „ბენფიკაში“ დაბრუნდა და პორტუგალიურ გრანდში ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„არწივებმა“ არგენტინელი ნახევარმცველი უფასოდ დაიმატეს და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ამრიგად, ანხელი 13 წლის შემდეგ ისევ ლისაბონელთა რიგებში ითამაშებს.

გასული სეზონი 35 წლის არგენტინელმა „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 40 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ იტალიელებმა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვეს. დი მარია „ბენფიკაში“ 2007-2010 წლებში ირჯებოდა და 124 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

კარიერის განმავლობაში მას ასევე უთამაშია „როსარიო სენტრალში“, „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენში“, არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 132 შეხვედრაში კი 29 გოლი გაიტანა.

0.129574