ინგლისის ნაკრები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალშია. ლი კარსლის გუნდმა ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ისრაელის ნაკრებს ძალიან იოლად და პრაქტიკულად ენერგიის დახარჯვის გარეშე მოუგო.
ინგლისს დაწინაურება მე-17 წუთზე შეეძლო, მაგრამ მორგან გიბს-ვაითმა პენალტი ვერ გაიტანა. მანამდეც ორი რეალური მომენტი ჰქონდათ ალბიონელებს, როცა ჯერ მცველმა გამოიტანა ბურთი კარის ხაზიდან, მერე კი ბურთი ძელს მოხვდა.
ინგლისის ნაკრების დიდი უპირატესობა ლოგიკურია, რომ გოლში მაინც აისახა. 42-ე წუთზე გიბს-ვაითმა შეცდომა გამოასწორა და თავური დარტყმით გაიტანა. 63-ე წუთზე კი ქოლ პალმერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და თამაშს ინტრიგა საერთოდ მოუკლა, ხოლო საბოლოო ანგარიში არჩერმა დააფიქსირა. ამრიგად, ინგლისმა ისრაელს, როგორც ჯგუფში, ახლაც აჯობა (ჯგუფში - 2:0). აღსანიშნავია, რომ ალბიონელები ფინალში ისე გავიდნენ, რომ ყველა მატჩი მოიგეს და გოლიც არ გაუშვიათ. ფინალი კი 8 ივლისს, ბათუმში გაიმართება. ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
ისრაელმა კი ტურნირი დაასრულა, თუმცა მიზანს მიაღწია - გაისად ოლიმპიადაზე ითამაშებს. გაი ლუზონის გუნდმა 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, სულ რაღაც 2 გოლი გაიტანა და ძალიან დაცვითი, უფერული ფეხბურთი აჩვენა. ამის ფონზე ორმაგად გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ ისრაელთან დამარცხდა, პენალტების სერიაში...
ისრაელი - ინგლისი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 გიბს-ვაითი (42), 0:2 პალმერი (63), 0:3 არჩერი (90)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოსალოდნელი იყო
სათადარიგოებიც დაგეწერათ ბარემ თუ მოგსდევდათ ვინმე უკან?
გველესიანის ამდენი ხნით დაკარგვა ვერ მომინელებია
იმედია ამჯერადაც მიმტყუნებს სიზმარი
ან ფრე იქნება ან 1:4 -ს წავაგებთ,სიზმარი ვნახე,ჩვენი ერთიანი მკაფიოდ ჩანდა აი მათი 1 იყო თუ 4 ვერ გავარჩიე
გოგლიჩიძე და საბა საზონოვი მომავალი დაცვის ხაზი იქნება მთავარია ეხლა ითამაშონ ემპოლიში. ლოჩოშვილის დაყენებით უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელს ენდო. მოსალოდნელი შემადგენლობა იყო, პრინციპში არაფერი სიახლე არ არის ამ შემადგენლობაში.
ვიცოდი რომ არაფერს შეცვლიდა ტაქტიკის მხრივ.