კალათბურთი

20:45 | 5.07.2023 | ნანახია 1615 - ჯერ

საქართველოს კალათბურთელთა 20 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ჩრ. მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში სათამაშოდ 12 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გუნდმა 3 სხვადასხვა ქვეყანაში 7 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით 16 კაციანი გაფართოებული შემადგენლობიდან 12 კალათბურთელი შეირჩა.

ჩვენი გუნდი ჩრ. მაკედონიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც უკრაინის, შვედეთის, კოსოვოსა და აზერბაიჯანის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება.

მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუშის განცხადებით, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმალურად დაიხარჯება და პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება.

კაპიტანმა, ლუკა ლიკლიკაძემ გუნდის მიერ განვლილი მოსამზადებელი პერიოდი მოკლედ შეაფასა: “კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, გამოჩნდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, გუნდში კარგი ატმოსფეროა და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ”.

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები თამაშებს შემდეგი განრიგით გამართავს:

7 ივლისი – საქართველო VS უკრაინა, 20:30

8 ივლისი – კოსოვო VS საქართველო, 15:30

11 ივლისი – საქართველო VS შვედეთი, 20:30

12 ივლისი – აზერბაიჯანი VS საქართველო, 23:00

პირდაპირი ტრანსლაციების ყურება ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი: https://www.fiba.basketball/europe/u20b/2023

GBF.GE


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:58 | 17.02.2014
La Beneamata (114)

ამიიის მუღამიიი მაქვს შარშანს მერე.. კატააა.. აუუ რა რეაქციიის პატროონია... მაგარი კიპერია ბიჭებოო თქვენ შეილება არ უყურებდეთ ამის თამაშებს მაგრაამმ უძლიერესია.

14:37 | 17.02.2014
maradonna (4306)

მე ვუყურებ ხოლმე ლევანტეს თამაშს ხანდახან კაი მეკარეა მართლაც კატაა

23:57 | 16.02.2014
TheGreatDanton (540)

უყურეთ რომასა და სამპდორიას მატჩს პირდაპირ საიტზე, მაღალი ხარისხით, პირდაპირ ეთერში!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5071--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5071--.html'))

უყურეთ სევილიასა და ვალენსიას მატჩს პირდაპირ საიტზე, მაღალი ხარისხით, პირდაპირ ეთერში!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5070--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5070--.html'))

22:36 | 16.02.2014
El Capitano 7 (35967)

ბარსამ იყიდოს

0.128022
1615