„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ სერია A-ს ახალი სეზონის კალენდარზე კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ადვილი მატჩები არ არსებობს, მაგრამ კალენდარში დადებითი ფაქტორიც დაინახა.
„ვიცოდით, რომ სეზონს საგარეო მატჩით დავიწყებდით და „ფროზინონე“ გვერგო, რომელმაც შარშან სერია B-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და აღზევებას იმსახურებდა. ზოგადად, ვიცით, რომ სერია A-ში იოლი მატჩები არ არსებობს იტალიური ფეხბურთის ხარისხის გათვალისწინებით. დადებითია ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების შემდეგ 6-დან 5 შემთხვევაში სახლში ვთამაშობთ, ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ყოველთვის დიდი ენერგია იხარჯება“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 14 ივლისს დაიწყებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ 20 აგვისტოს დაუპირისპირდება.