ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიას ხელში უფრო უკეთ უნდა ათამაშდეს, ვიდრე გასულ სეზონში ითამაშა. გაზეთი წერს, რომ ფრანგი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელს მოედანზე მეტ თავისუფლებას მიანიჭებს და მისი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში უფრო დაეხმარება.
„აძურის“ პროექტის ცენტრში ისევ ხვიჩა კვარაცხელია იქნება და რუდი გარსია მოუთმენლად ელოდება იმ ვარსკვლავთან მუშაობას დაწყებას, რომელიც სერია A-ში 21 წლის ასაკში მოხვდა და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად შეძლო თავის წარმოჩენა. მეტი რა შეიძლება მოვითხოვოთ მისგან მეორე სეზონში? ეს რუდისაც ძალიან აინტერესებს. როდესაც სუფთა ჯიშის ცხენი გყავს, საჭირო არაა ლაგამის ამოდება, უფრო მეტად უნდა გაუშვა ის და თავისუფლება მისცე, რადგან ქართველმა ჯერ მხოლოდ თავისი უზარმაზარი პოტენციალის აისბერგის წვერი გამოაჩინა.
გარსიას ხელში თავდამსხმელებს უფრო მეტი სივრცე და თავისუფლება ექნებათ, ყველას ახსოვს ჟერვინიო გარსიას პერიოდში, როდესაც ისინი „რომაში“ იყვნენ. უფრო სწრაფი, მაგრამ ნაკლებად ტექნიკური, ვიდრე ქართველი, რომელსაც პროგრესი ჯერ კიდევ შეუძლია. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ორი კონკრეტული გოლი: „ატალანტასა“ და „ტორინოსთან“. რუდის სურს ამ თვისებების უფრო მეტად გამოვლენა. თუ ოსიმენიც დარჩება, ეს დუეტი უფრო დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ შეკრებას 14 ივლისს დაიწყებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 20 აგვისტოს, სტუმრად „ფროზინონეს“ შეხვდება, რომელშიც ცოტა ხნის წინ გიორგი კვერნაძე ჩაირიცხა.