„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი „ალ-აჰლის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ფირმინომ აზიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მისი ხელფასი კი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. 31 წლის ფორვარდი „ალ-აჰლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ რობერტო ფირმინომ კარიერა „ფიგეირენსეში“ დაიწყო, შემდეგ კი სახელი გერმანულ „ჰოფენჰაიმში“ გაითქვა, ხოლო 2015 წლიდან „ლივერპულში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით 362 შეხვედრაში 111 გოლი გაიტანა.