რაგბი

21:46 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლადო კილასონია: "წინა თამაში ბევრად უკეთ ჩავატარეთ"

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ იტალიასთან გამარჯვების (30:17) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა უფრო კარგად წინა ტურში არგენტინასთან ითამაშა, მაგრამ საბოლოო შედეგით რა თქმა უნდა, კმაყოფილია:

„ვფიქრობ, რომ წინა თამაში სტრატეგიულად, ტაქტიკურად, ფეხით თამაშის კომპონენტში და დაცვაში ბევრად უკეთ ჩავატარეთ. დღეს დისციპლინის მხრივაც არ ვიყავით ისეთი, როგორიც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ბოლოს თამაშში მაინც დავბრუნდით, რაც გუნდის ხასიათს აჩვენებს. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და შტაბით“, - აღნიშნა კილასონიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან წააგო, ხოლო არგენტინას (20:0) და იტალიას (30:17) აჯობა.

0.112176