მილანის „ინტერი“ ახლოსაა „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის შეძენასთან. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა.
მომდევნო ორ დღეში კი საბოლოო დეტალების შეთანხმებას ვარაუდობენ. ფრატეზის სანაცვლოდ „სასუოლო“ 25 მილიონ ევროს და პლუს სამუელე მულატიერის სატრანსფერო უფლებებს მიიღებს.
ფრატეზის „იუვენტუსს“, „რომას“ და „მილანსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ „ინტერმა“ იმუშავა.
23 წლის ფეხბურთელმა „ლაციოსა“ და „რომას“ აკადემიებში ითამაშა, პროფესიონალურ დონეზე კი „ასკოლის“, „ემპოლისა“ და „მონცას“ წევრი იყო. 2021 წლიდან ის „სასუოლოში“ ირჯება და 76 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. იტალიის ნაკრებში ფრატეზის აქტივში 6 მატჩი და 1 გოლია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ
ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა
ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან