ფეხბურთი

17:50 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი "დინამო ბათუმის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს. აჭარული კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

წიტაიშვილი ბათუმელებმა კიევის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატეს. სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. წიტაიშვილი „დინამოს“ უკვე შეუერთდა.

გიორგიმ გასული სეზონი იჯარით პოზნანის „ლეხში“ გაატარა, სადაც 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე იჯარით „ვორსკლაში“, „ჩერნომორეცსა“ და კრაკოვის „ვისლაში“ ირჯებოდა.

საქართველოს ნაკრებში 22 წლის ფეხბურთელს 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში 5 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატზე ოთხ მატჩში გოლი და 2 საგოლე გადაცემა. გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში ასევე არის მსოფლიოს ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115172