მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი სადიო მანე შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
გერმანული გამოცემის ცნობით, „ალ-ეტიფაქის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერითაა დაინტერესებული. ინგლისელი სადიოს ძალიან კარგად იცნობს.
საუდელებისთვის ფინანსური მხარე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და შეიძლება გერმანულ კლუბსა და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
შეგახსენებთ, რომ სადიო მანე „ბაიერნს“ ერთი წლის წინ შეუერთდა, მაგრამ „რეკორდმაისტერში“ ისეთი სეზონი ვერ ჩაატარა, როგორსაც ელოდნენ. ბოლო პერიოდში საუდის არაბეთში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი წავიდა სათამაშო, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა.