კალათბურთი

16:59 | 4.07.2023 | ნანახია 1615 - ჯერ

გიორგი შერმადინმა "ტენერიფესთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა „ლენოვო ტენერიფესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

შეთანხმების საფუძველზე გიორგი კანარიულ კლუბში მომდევნო სეზონის ბოლომდე დარჩება, კონტრაქტის განახლება კი მხარეების სურვილის შემთხვევაში 2025 წლის ზაფხულამდეც იქნება შესაძლებელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის განახლებით. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შესანიშნავი სიახლეა, რადგან კუნძულზე ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და თანაგუნდელების დახმარებით შევძელი ორჯერ MVP გავმხდარიყავი. სექტემბერში დავბრუნდებით და იმედი მაქვს, რომ პროგრესს გავაგრძელებთ“, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი „ლენოვო ტენერიფეს“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ის ლიგა ენდესაში საშუალოდ 13.9 ქულას და 5.2 მოხსნას აგროვებდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 14.1 ქულას და 4.9 მოხსნას.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:58 | 17.02.2014
La Beneamata (114)

ამიიის მუღამიიი მაქვს შარშანს მერე.. კატააა.. აუუ რა რეაქციიის პატროონია... მაგარი კიპერია ბიჭებოო თქვენ შეილება არ უყურებდეთ ამის თამაშებს მაგრაამმ უძლიერესია.

14:37 | 17.02.2014
maradonna (4306)

მე ვუყურებ ხოლმე ლევანტეს თამაშს ხანდახან კაი მეკარეა მართლაც კატაა

23:57 | 16.02.2014
TheGreatDanton (540)

უყურეთ რომასა და სამპდორიას მატჩს პირდაპირ საიტზე, მაღალი ხარისხით, პირდაპირ ეთერში!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5071--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5071--.html'))

უყურეთ სევილიასა და ვალენსიას მატჩს პირდაპირ საიტზე, მაღალი ხარისხით, პირდაპირ ეთერში!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5070--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5070--.html'))

22:36 | 16.02.2014
El Capitano 7 (35967)

ბარსამ იყიდოს

0.152783
1615