რაგბი

15:23 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა იტალიას ბონუს ქულით მოუგო

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში იტალია 30:17 დაამარცხა.

ლადო კილასონიას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, ორივე ტაიმი მოუგო და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 4 ლელოც დაუდეს, რის შედეგადაც ბონუს ქულით მოიგეს.

ამრიგად, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით, 1 წაგებით და 9 ქულით დაასრულეს. საქართველო საუკეთესო გუნდში 8 გუნდში ნამდვილად მოხვდა, მაგრამ დღევანდელი დღის სხვა მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული ის, გავა თუ არა, ტურნირს ნახევარფინალში და შესაბამისად, გააგრძელებს თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს, ხოლო არგენტინას (20:0) და იტალიას მოუგეს. ისიც ვთქვათ, რომ 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ორი თამაშის მოგება ისტორიაში პირველად მოახერხა.

იტალია - საქართველო 17:30 (10:18)

0.112377