ფეხბურთი

10:48 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე 2023 წელს მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში ასობით მილიონ ევროს დაკარგავს

პსჟ-ის თავდამსხმელი, კილიან მბაპე, რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს დაკარგავს, თუ 2023 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში" გადასვლას გადაწყვეტს - გვამცნობს Sports Zone ტვიტერზე.

კონკრეტულად რას დაკარგავს მბაპე ამ ზაფხულს გარდამავალ პერიოდში:

1) 80 მილიონ ევროს პსჟ-ის ერთგულებისთვის.

2) 150 მილიონ ევროს, რომელსაც მადრიდის „რეალი“ 2022 წლის ზაფხულში მბაპეში იხდიდა, წლეულს მადრიდელებს ეძვირებათ.

3) 72 მილიონი ევრო - ხელფასი, რომელსაც კილიანი ამჟამად იღებს პსჟ-ში. მადრიდის „რეალი“ ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ ფეხბურთელი ახლა გადავა მადრიდულ კლუბში, „რეალი" ხელმოწერის ბონუსად ფრანგულ კლუბს არაუმეტეს 50 მილიონ ევროს შესთავაზებს, მბაპეს ხელფასი კი 40 მილიონ ევროზე მეტი არ იქნება.

ამჟამად კილიანი მაიამიში იმყოფება და შეყვარებულთან ერთად ისვენებს.

0.115667