ფეხბურთი

23:32 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

„ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

ნიგერიელ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, რის გამოც აურელიო დე ლაურენტისი მის განახლებას ჩქარობს და ფეხბურთელს გაუმჯობესებულ პირობებსაც სთავაზობს, მაგრამ ფინანსური დეტალები უცნობია.

ოსიმენს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, თუმცა, უფრო დიდი შანსია, რომ კლუბში დარჩეს და კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ვიდრე მიმდინარე ზაფხულს ნეაპოლი დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა. მას შემდეგ აფრიკელმა შემტევმა 101 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა, მათ შორის 31 გასულ სეზონში.

0.127265