ფეხბურთი

0:39 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ერთადერთი სიმართლე არსებობს, რატომაც არ იყიდა "იუვემ" კვარაცხელია"

იტალიელმა ჟურნალისტმა და „იუვენტუსის“ გულშემატკივარმა ფრანჩესკო ოპინიმ განაცხადა, რომ თავის დროზე ტურინულ გრანდში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მაურიციო სარის გამო არ შედგა.

„იუვენტუსი“ დაინტერესებული იყო ხვიჩა კვარაცხელიათი. რატომ არ შედგა ტრანსფერი? სიმართლე ისაა, რომ იმ დროს „იუვეს“ მწვრთნელი მაურიციო სარი იყო, რომელსაც მისი ტრანსფერი არ სურდა“, - თქვა ოპინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვეში“ ხვიჩას არშემდგარ ტრანსფერზე აქამდეც არაერთხელ დაიწერა, თუმცა განსხვავებული ვერსია ვრცელდებოდა, რომლის თანახმად, ტრანსფერის ჩაშლა, სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის გუნდიდან წასვლამ გამოიწვია.

0.112018