ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მერი არაბიძემ პოლონეთში დასრულებულ ლეხ კაჩინსკის მემორიალზე ბრწყინვალედ იასპარეზა.
ტურნირი 6 უძლიერეს, ევროპელ დიდოსტატს შორის საჭადრაკო ‘სამჭიდში’ ჩატარდა. მონაწილეები ერთმანეთს კლასიკურ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრნენ.
ხუთი კლასიკური, ხუთი სწრაფი და 10 ელვისებური პარტიის ჯამში პირველ ადგილზე მერი არაბიძე გავიდა, მეორეზე ევროპის ექსჩემპიონი ალინა კაშლინსკაია, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტუანეტა სტეფანოვა განთავსდა.
სოფო ნიკოლაძე