„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების საკითხი როგორც ჩანს, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გაავრცელა Radio Kiss Kiss-ს ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ. მისი თქმით, მხარეები ჯერ კიდევ მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე არიან:
„არ არის მართალი, რომ გახანგრძლივება გადაწყვეტილია, სიმართლე სხვაა. ჯერ კიდევ ჩანასახის ფაზაში ვართ, ყველაფრის დაზუსტებას დრო სჭირდება“, - თქვა დე მაჯომ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია კონტრაქტის ერთი წლით, 2028 წლამდე განახლებასა და ხელფასის 2.5 მილიონ ევრომდე მომატებაზე. ამჟამად, კვარა „ნაპოლიში“ სეზონში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.