„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ამ კლუბში ტრანსფერით ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან თქვა, მისთვის ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.
„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოვიგე (სერია A - რედ), სკუდეტოს მოგება შესანიშნავი იყო. რაც შემდეგ მოხვდება, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, ეს იქნება ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი თუ დანარჩენი.
ბევრს ვმუშაობ, სკუდეტო ჩემი პირველი ოფიციალური ტიტული იყო და მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას. ნეაპოლი არის ქალაქი, რომელიც ფეხბურთზე გიჟდება, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ნეაპოლიტანელები ფეხბურთელებს მთელ სიყვარულს გვიჩვენებდნენ. სადაც არ უნდა წავიდე, პატივს მცემენ, ბავშვებს ვუყვარვარ და ხალხი ჩემით აღფრთოვანებულია ჩემით. ჩემთვის ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, ბედნიერი ვარ, რომ აქ მოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, რომ მან შეიძლება კლუბი დატოვოს და კარიერა სხვაგან გააგრძელოს.