ფეხბურთი

15:54 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანდრო ტონალი "ნიუკასლის" ფეხბურთელია

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ტონალი კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

23 წლის ფეხბურთელმა „კაჭკაჭებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ხელფასი სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება, ხოლო „მილანმა“ 70 მილიონი ევრო და ბონუსები მიიღო.

სხვათა შორის, ტონალი გახდა ყველაზე მაღალ ფასში გაყიდული იტალიელი ფეხბურთელი, ამ ტრანსფერით ჟორჟინიოს "ნაპოლიდან" "ჩელსიში" ტრანსფერის შედეგი დაემხო.

სანდრო ტონალი „მილანში“ 2020 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან 130 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო, სადაც 89 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა. იტალიის ნაკრებში სანდროს აქტივში 14 მატჩია, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.114653