ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა „სტრასბურის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ამრიგად, ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც 2018-2020 წლებში „ნიცას“ ავარჯიშებდა, ახლა კი მუშაობა „სტასბურში“ დაიწყო.
ვიეირა ბოლოს ინგლისური „კრისტალ პალასის“ მწვრთნელი იყო, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს, სამწვრთნელო კარიერა კი „ნიუ-იორკ სიტიში“ დაიწყო.