ამერიკული „ინტერ მაიამის“ პრეზიდენტმა ხორხე მასმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის ხელფასი სეზონში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნება.
„მესის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 50-60 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია ტრანსფერში ასევე გადამწყვეტი იყო Apple-ს და MLS-ის წვლილი“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის საუდის არაბეთშიც იწვევდნენ, მაგრამ კარიერის ამერიკაში გაგრძელება ამჯობინა.