ფეხბურთი

22:05 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, ეს საქართველოსთვისაც კარგია

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“ პორტუგალიას 1:0 მოუგო.

მატჩის ბედი ენტონი გორდონის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც მეტოქის კარი 34-ე წუთზე დალაშქრა. მერე ინგლისმა მთლიანად დაცვაზე გააკეთა აქცენტი და მიზანს მიაღწია, კარი ისევ მშრალად შეინახა. ინგლისის ნაკრებს ამ ტურნირზე ჯერ გოლი არ გაუშვია. პორტუგალიის ნაკრები კი ასპარეზობას გამოეთიშა.

ლი კარსლის გუნდი ნახევარფინალში 5 ივლისს, ბათუმში ისრაელს დაუპირისპირდება, რომელმაც საქართველოს პენალტების სერიაში აჯობა. ინგლისმა ისრაელს ჯგუფში უკვე მოუგო, როდესაც ქუთაისში 2:0 მოუგო.

აქვე ვთქვათ, რომ ინგლისის გამარჯვებით საქართველოს ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი შეუნარჩუნდა. ახლა საფრანგეთიც თუ გავა ნახევარფინალში, რამაზ სვანაძის გუნდს 7 ივლისს, რუმინეთში უკრაინის ნაკრებთან თამაში მოუწევს ოლიმპიადის საგზურისთვის.

ინგლისი - პორტუგალია 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გორდონი (34)

მაყურებელი: 6 920

0.128573