ფეხბურთი

20:13 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" დომინიკ შობოშლაი დაიმატა

„ლივერპულმა“ „ლაიფციგიდან“ დომინიკ შობოშლაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. უნგრელმა მერსისაიდელებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ინგლისელებმა 22 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც მისი გამოსასყიდი ფასი იყო. უნგრელი „წითლებში“ 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დომინიკ შობოშლაი „ლაიფციგში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 91 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლიფერინგისა“ და „ზალცბურგის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117278