საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა, მაგრამ ისტორიული შედეგი მაინც აჩვენა.
ისტორია დაწერა საქართველომაც, რადგან დამყარდა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი, თანაც, სამჯერ! ახლა, ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო დასწრების სამეულში ადგილს თბილისი იკავებს!
1. საქართველო - ისრაელი (თბილისი, ევრო 2023): 44 338 მაყურებელი
2. ნიდერლანდები - საქართველო (თბილისი, ევრო 2023): 43 043 მაყურებელი
3. საქართველო - ბელგია (თბილისი, ევრო 2023): 41 887 მაყურებელი
4. იტალია - ესპანეთი (ბარსელონა, ევრო 1996): 35 500 მაყურებელი
5. საბერძნეთი - საფრანგეთი (პირეოსი, ევრო 1988): 35 000 მაყურებელი
გარდა ამისა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი საერთო ჯამში მიმდინარე ტურნირს დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემპიონატი არ დასრულებულა. მთლიანობაში საქართველოსა და რუმინეთში ამ დროისთვის ყველა ჩატარებულ მატჩს 250 746 მაყურებელი დაესწრო. აქამდე, რეკორდი ეკუთვნოდა პოლონეთს (2017 წელს), სადაც ევროპის ჩემპიონატს 243 995 მაყურებელი დაესწრო.