ფეხბურთი

17:28 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონს საუდის არაბეთში სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუჯი ბუფონი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

45 წლის კიპერს შეთავაზება „ალ-ნასრიდან“ აქვს, რომელიც ორ სეზონში 30 მილიონ ევროს სთავაზობს. ჯიჯის, რომელსაც „პარმასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

საუბრობენ იმასაც, რომ ბუფონი კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს, მაგრამ ჯერ უცნობია, როგორ მოიქცევა. არც ისაა გამორიცხული, რომ კარიერა აზიაში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი 1995 წლიდან თამაშობს პროფესიონალურ დონეზე. მას კარიერის განმავლობაში მხოლოდ „პარმას“, „იუვენტუსის“ და პსჟ-ს რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110442