მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს პატიმრობა ემუქრება.
მას ბრალი ედება გადასახადებისგან თავის არიდებაში, ფინანსების უკანონო მითვისებასა და ცრუ ჩვენებაში. გარდა მოდრიჩისა, იგივე საფრთხის წინაშეა კიდევ ერთი ხორვატი ფეხბურთელი დეიან ლოვრენი.
დანაშაული თუ დადასტურდა, ხორვატიაში ისჯება 6 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ერთი წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.