ფეხბურთი

14:15 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასმა კარიერა დაასრულა

ესპანელმა ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა კარიერა დაასრულა. მან ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება 36 წლის ასაკში გადაწყვიტა.

ფაბრეგასმა გასული სეზონი იტალიურ „კომოში“ გაატარა, სადაც ის მუშაობას გააგრძელებს და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა.

სესკმა კარიერა „ბარსელონას“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც 2003 წელს „არსენალში“ გადავიდა და სწორედ ლონდონურ გუნდში გაითქვა სახელი. ფაბრეგასი 2011 წელს „ბარსაში“ დაბრუნდა, მშობლიურ კლუბში მან 3 წელი გაატარა, მერე იყო „ჩელსისა“ და „მონაკოში“.

ესპანეთის ნაკრებმა სესკ ფაბრეგასმა 2006-2016 წლებში 110 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი.

0.11982