ფეხბურთი

3:05 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "საქართველო მიყვარს და მიხარია, რომ ამ ნაკრებში ვთამაშობ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა საბა საზონოვმა ისრაელთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ასეთი დონის ტურნირზე და ასეთ ატმოსფეროში პირველად ითამაშა.

„ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაღალი დონეა. მე ცხოვრებაში პირველად ვითამაშე ასეთ კარგ ტურნირზე. ჯერ არაფერი დამთავრებულა, რადგან საფრანგეთი და ინგლისი თუ მოიგებენ, ბრძოლას ვაგრძელებთ. სტადიონზე ამდენი გულშემატკივრის წინაშე ცხოვრებაში არასდროს მითამაშია, მარტო სხვა თამაშზე, როცა მაგალითად, „ბარსელონას“ თამაშს მაყურებლის რანგში დავესწარი, პირადად კი პირველად ვითამაშე. მაგარი ატმოსფერო იყო. პირველი ტაიმის გარდა, ყველა ტაიმი კარგად ჩავატარეთ, არ ვიცი, არ გაგვიმართლა და წავაგეთ.

ეს ნაკრები შემთხვევით არ ამირჩევია, საქართველო მთელი გულით მიყვარს და მიხარია, რომ აქ ვთამაშობ. ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაკრებს დაცვა არ ჰყავდა, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ დაცვაში ძალიან კარგად თამაში შეგვიძლია“, - თქვა საზონოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.

0.116159