ფეხბურთი

2:30 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი: "მეტი შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ისრაელთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შეიძლებოდა ნახევარფინალში გასვლა, მაგრამ არ გაუმართლათ.

„პირველ რიგში გულშემატკივარს დიდი მადლობა. მათ ანახეს ერთობა, რომ ბოლომდე უყვართ ეს გუნდი. კარგი ტურნირი იყო ჩვენთვის, ჯგუფიდან გავედით, მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა, დღეს თამაშით ვაჯობეთ. ოლიმპიადაზე გასვლის შანსი გვაქვს და ველოდებით ხვალინდელ თამაშებს“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.

0.117352