ფეხბურთი

2:00 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი: "ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ისრაელთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პენალტები ლატარეაა, სადაც საქართველოს არ გაუმართლა, მაგრამ უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.

„ჯგუფში კარგად ვითამაშეთ, ბევრი არ ელოდებოდა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით, ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ქართველი გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარა და მათი დიდი წვლილია, რომ ეს შედეგი ვაჩვენეთ. დღეს დაძაბული თამაში იყო, პენალტების სერია ლატარეაა, სამწუხაროდ არ გაგვიმართლა, მაგრამ არა უშავს, უფრო ძლიერები დავბრუნდებით“, - თქვა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.

0.113719