ფეხბურთი

1:49 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "ეს ატმოსფერო ისტორიას დარჩება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გულშემატკივარი მადლობას იმსახურებს და ეს ატმოსფერო ისტორიას დარჩება.

„ორივე გუნდს უნდოდა გასვლა, ამიტომ მოედანზე დიდი ბრძოლა იყო. მაგრამ იღბალი ცოტა ისრაელისკენ იყო. მადლობა გულშემატკივარს, იმიტომ, რომ მართლა არ გაჩერებულან და ეს ატმოსფერო ისტორიას დარჩება და მინდა, რომ ყოველთვის ასე იყოს. თუ ერთად ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, ხალხს კიდევ ბევრჯერ გავახარებთ“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.

0.128877