1:36 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი 21-წლამდელთა ევროს მეორე ნახევარფინალისტია

გუშინ, 1 ივლისს, ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალისტიც გამოვლინდა. ესპანეთის ნაკრები ბუქარესტში შვეიცარიისას დაუპირისპირდა და ურთულეს მატჩში 2:1 დაამარცხა. გუნდებს დამატებითი დროის თამაშმაც მოუწიათ.

ანგარიში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, სერხიო გომესმა გახსნა 68-ე წუთზე, ეფექტური გოლის წყალობით 1:0.

შვეიცარიელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, არ დანებდნენ და 91-ე წუთზე „ბაზელის“ შუახაზელმა, ზეკი ამდუნიმ გაათანაბრა.

დამატებით დროში უფრო იღბლიანები ესპანელები აღმოჩდნენ, 102-ე წუთზე, „ბეტისის’ მცველმა ხუან მირანდამ გაიტანა. დარტმისას ბურთი შვეიცარიელ მცველსაც შეეხო, მაგრამ გოლი მირანდას ჩაუთვალეს.

ახლა ესპანელები საფრანგეთ-უკრაინას შორის გამარჯვებულს დაელოდებიან ნახევარფინალში.

ფრანგები უკრაინელებს დღეს, 2 ივლისს შეხვდებიან ბუქარესტში. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.128239