ფეხბურთი

0:10 | 2.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ნასრი“ ბროზოვიჩის სანაცვლოდ „ინტერს“ 18 მილიონ ევროს გადაუხდის

„ინტერის" ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის „ალ-ნასრში" გადასვლის დეტალები გაცხადდა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდური კლუბი 30 წლის ხორვატში 18 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ დროისთვის ორივე გუნდის იურისტები ამოწმებენ ყველა დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია გარიგების დასასრულებლად.

ფეხბურთელი „ალ-ნასრთან“ კონტრაქტს 2026 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმებს.

ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლის იანვრიდან თამაშობს. 2022/23 წლების სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114093