ფეხბურთი

21:53 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასმა მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ესპანეთის ნაკრების, ასევე „ჩელსის,“ „არსენალისა“ და „ბარსელონას“, ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„სინანულით ვაცხადებ, რომ დადგა ჩემი ფეხბურთიდან წასვლის დრო. ვაფასებ მინდორზე გატარებულ ყიველ წუთს, პირველი დღეებიდან დღემდე. ეს იყო თავგადასავალი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბების პრეზიდენტებს, მფლობელებს, გულშემატკივრებს და ჩემს აგენტს. მადლობა მთელ ჩემს ოჯახს: მშობლებიდან და დიდან დაწყებული, ცოლ-შვილით დამთავრებული. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მეტოქეებს, რომლებიც გამუდმებით მაძლიერებდნენ.“ - ციტირებს The Telegraph ფაბრეგასის სიტყვებს.

წყაროს ცნობით, 36 წლის ესპანელი მალე სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

ფაბრეგასის დებიუტი „არსენალში“ 2003 წელს შედგა. სათამაშო კარიერის განმავლობაში მან 16 ტიტული მოიგო. ესპანელი გახდა ევროპის (ორჯერ) და მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე მოიპოვა ტიტულები ინგლისში („ჩელსისთან“ ერთად 2014/2015 სეზონში) და ესპანეთში („ბარსელონასთან“ ერთად 2012/2013 წლების სეზონში).

0.122008