ფეხბურთი

21:08 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ფრანგებს არეულობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

პსჟ-ის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, განცხადება გაავრცელა საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ არეულობის ფონზე.

„როგორც ყველა ფრანგი, ჩვენც შოკირებული ვართ ახალგაზრდა ნაელის სასტიკი სიკვდილით. ჩვენი აზრები მასთან და მის ოჯახთანაა. გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ. ცხადია, შეუძლებელია გულგრილი დარჩე იმ გარემოებების მიმართ, რომლებშიც მოხდა ეს მიუღებელია. ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ჩვენ შევესწარით სახალხო ბრაზის გამოვლინებას, რომლის არსი გვესმის, მაგრამ ფორმას ვერ მოვიწონებთ.

ვინაიდან ბევრი ჩვენგანი მოდის მუშათა კლასის უბნებიდან, ვიზიარებთ ტკივილისა და მწუხარების გრძნობებს. მაგრამ ამ ტანჯვას ემატება თვითგანადგურების პროცესი. ძალადობა ვერაფერს წყვეტს, მით უმეტეს, როცა ის აუცილებლად მიმართულია თავად აქციის მონაწილეების, მათი ახლობლების, მეგობრებისა და მეზობლების წინააღმდეგ.

ძალადობის დრო უნდა დასრულდეს, რათა ადგილი დაეთმოს გლოვას და დიალოგს.“ - დაწერა მბაპემ ტვიტერზე.

0.119355