ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) თამაშგარე მდგომარეობის წესს შეცვლის - წერს Mundo Deportivo.
გადაწყდა ოფსაიდის დეფინიციის შეცვლა. ახლა შემტევი გუნდის მოთამაშე თამაშგარედ მოიაზრება, თუ პასის დროს მთელი სხეულით უფრო ახლოს იქნება მოწინააღმდეგის კართან, ვიდრე მცველი.
ამან თამაში უფრო დინამიკური და სანახაობრივი უნდა გახადოს. წესი იტალიის, შვედეთისა და ნიდერლანდების ქვედა ლიგებში გამოიცდება, რის შემდეგაც მას პროფესიონალურ ფეხბურთშიც გამოიყენებენ. რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი ფიფას განვითარების დირექტორი არსენ ვენგერია.
თანამედროვე წესების მიხედვით, შემტევი გუნდის მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ პასის დროს სხეულის რომელიმე ნაწილი, გარდა ხელისა, უფრო ახლოს არის მოწინააღმდეგის კართან, ვიდრე მცველი.